Environmental Protection Division
.webp)

en_პრიორიტეტები - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
15 აპრილი, 2014
პრიორიტეტის დასაბუთება: აჭარის არ კონსტიტუციის, აჭარის არ კანონის ,,აჭარის ა/რ საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ’’, საქართველოს კანონებით ,,გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, ,,წყლის შესახებ“, ,,საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“, ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“, საქართველოს ტყის კოდექსით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად შემდეგი კომპეტენციები გააჩნია
· ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს შენარჩუნება და გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა;
· ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის ატმოსფერული ჰაერის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევა, შენარჩუნება და გაუმჯობესება;
· წყლის მავნე ზემოქმედების აცილება, წყლის ობიექტების დაცვა და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;
· საშიში ქიმიური ნივთიერებების შეფასებაში მონაწილეობა, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მოსახლეობის ინფორმირება იმ საშიშროების შესახებ, რომელსაც იწვევენ საშიში ქიმიური ნივთიერებები;
· ტყეების მოვლა, დაცვა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნება და გაუმჯობესება;
· ტყეების დეგრადაციის პროცესის შეჩერებისა და ტყეების განახლების ღონისძიებების გატარება, დეგრადირებული სუბალპური ტყის მასივების აღდგენა, ტყეების ფიზიკური დაცვის ღონისძიებების გამკაცრება, ტყეების სანიტარულ-ეკოლოგიური და ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, მავნებლებისაგან წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების დაცვა.
· თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების, მათ შორის, მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს, ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების, მცენარეთა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება და დაცვა;
· აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში (სტიქიური) გეოლოგიური პროცესების შესწავლა, საშიში გეოლოგიური მოვლენების პროგნოზირება და საინფორმაციო-საცნობარო მონაცემთა ბაზის შექმნა;
პრიორიტეტის საშუალოვადიანი მიზანი:
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვა, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროს კონტროლი და ზედამხედველობა, გარემოს ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა, ტყეების მდგრადი მართვა, გეოლოგიური მონიტორინგი, სანაპირო ზოლის დაცვა, საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
პრიორიტეტის აღწერა (სამოქმედო გეგმა):
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
- სატყეო სექტორის განვითარება;
- გარემოსდაცვითი ღონისძიებები.