საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

გარემოს დაცვის სამმართველო

image

სასარგებლო წიაღისეული

გარემოს დაცვის სამმართველო
სასარგებლო წიაღისეული

26 თებერვალი, 2014

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასარგებლო წიაღისეული
 
აჭარა საქართველოში ერთ-ერთი მდიდარი მხარეა სასარგებლო წიაღისეულით.  ცნობილია ფერადი და კეთილშობილი ლითონების, ქიმიური ნედლეულის, სამშენებლო მასალების, ფერადი და სანაკეთობო ქვების საბადოები და გამოვლინებები. რეგიონი აგრეთვე მდიდარია მინერალური და სასმელი წყლების მარაგებით.
ლითონური საბადოები წარმოდგენილია მერისის ჯგუფის სპილენძ-პოლიმეტალური საბადოებით და რამდენიმე მადანგამოვლინებით. დაძიებული საბადოების სამრეწველო მარაგების ჯამური რაოდენობა შედგენს: ოქრო – 44,5 ტ, სპილენძი – 176, 1 ათასი ტ, ტყვია 17,8 ათასი ტ და თუთია – 15,5 ათასი ტ.  
სამშენებლო მასალებიდან დაძიებულია მოსაპირკეთებელი ქვების საბადოები: 1. დანისპარაულის დაციტი (1124,0 ათასი მ3, 2) ხალასთავის გაბრო-დიორიტი (550,0 ათასი მ3, 3) სანალიის დაციტი (700,0 ათასი მ3), 4) ნამონასტრევის სიენიტ-დიორიტის (600,0 ათასი მ3,); ინერტული მასალების: 1) ინერტული მასალების (11 000,0 ათასი  მ3), 2) ხეყრუს დიორიტის (1330,0 ათასი მ3), 3) კინკიშის ანდეზიტის (8765,0 ათასი მ3), 4) დოლოგნის ანდეზიტის (1330,0 ათასი მ3); სააგურე-კერამიკული თიხების: 1) ბრილის (1002,0 ათასი მ3, 2) ოჩხამურის (4000,0 ათასი მ3), 3)  ცეცხლაურის (1718,0 ათასი მ3), 4) ჯიხანჯურის (448,0 ათასი მ3), 5) ჭოროხის ქვიშა-ხრეშის (943,0 ათასი მ3).
აჭარა მდიდარია ფერადი, საიუველირო და სანაკეთობო ქვების მნიშვნელოვანი გამოვლინებებით. არსიანის ქედზე აღმოჩენილია იასპის, ოპალის, ქალცედონის, გაქვავებული ხისა და ფისისებური ბაზალტის გამოვლინებები. განსაზღვრულია მათი პროგნოზული რესურსები: აქატი – 212,0 ტ, ოპალიზებული ხე – 1500,0 ტ, ფისისებური ბაზალტი – 2330,0 ტ.
აჭარა მდიდარია ჰიდრომინერალური რესურსებითაც. მინერალური წყლების გამოსავლები გვხვდება როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთიან აჭარაში. წყლები ძირითადად ჰიდროკარბონატულ-სულფატური ნატრიუმიან-მაგნიუმიანია. ასევე გვხვდება ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული რკინა-ალუმინიანი, ნატრიუმიან-კალციუმიანი და სულფატურ-ჰიდროკარბონატული კალციუმიან-ნატრიუმიანი წყაროებიც. ამჟამად მიმდინარეობს კოკოტაურისა და  კაპნისთავის მინერალური წყლების სამრეწველი ჩამოსხმა. ეს წყაროები მოსახლეობის მიერ ძველთაგანვე გამოიყენებოდა სასმელად და სამკურნალოდ. მაღალი სამკურნალო თვისებებით ხასიათდებიან მახინჯაურის თერმული წყლებიც.
 
 
ლითონური და ქიმიური ნედლეულის საბადოები და მადანგამოვლინებები
 
არალითონური საბადოები
 
ჰიდრომინერალურის რესურსები
 
ბაზალტის საბადო (ჭახათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
 
კალციტი, პოლიმეტალური ძარღვი, გაქვავებული ხე