საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

გარემოს დაცვის სამმართველო

image

აჭარის ნიადაგები

                     

აჭარის ნიადაგური საფარი განსაკუთრებული ნაირგვარობით ხასიათდება. მისი ანალოგი თითქმის არ გვხვდება საქართველოს სხვა რეგიონებში. ზღვისპირა რაიონებში ფართოდ არის გავრცელებული ტიპიური წითელმიწები.
იგი წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსი, ტუნგო, დაფნა და სხვა) განვითარების საუკეთესო გარემოს საფუძველს.სიმაღლის მიხედვით წითელმიწები გადადის ყვითელ-ყომრალ ნიადაგებში, შემდეგ კი ტყის ყომრალ ნიადაგებში, რომელიც შედარებით ფართოდაა გავრცელებული. ყომრალი ნიადაგები წიფლის ტყეების ქვეშ ხასიათდება ტიპიური თვისებებით. წიფნარ-მუქწიწვოვან და მუქწიწვოვან ტყეების ნიადაგებში შეიმცნევა გაეწრების ნიშნები.
მაღალმთიანეთში გავრცელებულია მთა-ტყე-მდელოსა და მთა-მდელოს ნიადაგები. ხოლო შქერის ქვეშ და დადაბლებული რელიეფის პირობებში გვხვდება კორდიან-ტორფიანი ნიადაგები.
კახაბრისა და ქობულეთის დაბლობებზე გავრცელებულია ალუვიალური ნიადაგები, დადაბლებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ისპანის ჭაობში (ქობულეთი) გავცელებულია ტორფიან ჭაობიანი და ლამიან ჭაობიანი ნიადაგები